ესკიზიდან წარმოებამდე

მარტივი ესკიზიდან ზუსტ ავეჯამდე.

დახატე ან გადაიღე კარადა. Buildly მას ზუსტ 3D მოდელად აქცევს — ზომებით, ნახაზებით, დეტალების სიით, დაჭრის გეგმით და აწყობის ინსტრუქციით.

ახლა ტესტირების ეტაპზეა: წვდომა მოწვევით. პირველი პროდუქტი — კარადა.

კარადა
ესკიზი
შენი ესკიზი
როგორ მუშაობს

ოთხი ნაბიჯი იდეიდან აწყობამდე

1
ატვირთე ესკიზი

გადაიღე ტელეფონით ან ატვირთე სურათი. AI კითხულობს ესკიზზე დაწერილ ზომებს, კარებს და სექციებს.

2
დაადასტურე

ჯერ გაჩვენებს, რა გაიგო. რაც ბუნდოვანია, გკითხავს — ზომას თავისით არ მოიგონებს.

3
შეცვალე ჩატით ან პირდაპირ

„ეს კარი 5 სმ-ით შეავიწროვე“ — მოდელი, ნახაზები და დეტალების სია ერთად განახლდება.

4
მიიღე ყველაფერი

ნახაზები ბურღვით, Cut List, დაჭრის გეგმა, ბიუჯეტი და აწყობის ინსტრუქცია — ერთ პაკეტად.

რას აკეთებს შენს მაგივრად

ესმის შენი ესკიზი

წაიკითხავს ზომებს და სტრუქტურას, ხოლო რაც არ წერია, კითხვად დაგიბრუნებს.

შეცდომებს ჭრამდე იჭერს

ფურცელზე არ ეტევა, ანჯამა არ ჯდება, ზომები ერთმანეთს ეწინააღმდეგება — ჯერ შემოწმება, მერე ჭრა.

ნაკლები ნარჩენი

დეტალებს ფურცლებზე ალაგებს ბოჭკოს გათვალისწინებით და გაჩვენებს, რა რჩება და რა ჯდება.

ნახაზები მოდელიდან

წინა ხედი, გეგმა, ჭრილები და დეტალის ნახაზი — ყოველთვის მიმდინარე ზომებით.

ვისთვის არის

ჩემთვის ვაშენებ
DIY პროექტები სახლისთვის.
ვისთვის: ვინც საკუთარი სახლისთვის ავეჯს თავად აწყობს ან ხელოსანს ზუსტი ზომებით უკვეთავს.
  • ესკიზიდან 3D მოდელი და ზუსტი ზომები
  • ბიუჯეტი: ფილები, დაჭრა, ნაკიდი, მიტანა
  • ფაილები ჭრის სერვისისთვის და აწყობის გზამკვლევი
  • ჩატი მარტივი ენით, ტერმინების ახსნით
ოსტატი ვარ
ავეჯს კლიენტებისთვის ვამზადებ.
ვისთვის: ოსტატისთვის, რომელიც კლიენტთან ზომავს, აპროექტებს და თავად ამზადებს.
  • ესკიზიდან მოდელი წუთებში, ცვლილებები ჩატით
  • ნახაზები ბურღვით, დეტალების სია, დაჭრის გეგმა
  • Build Package — PDF და ZIP წარმოებისთვის
  • კლიენტები და შეთავაზება — მალე
ცეხი მაქვს
ვჭრი მასალას ოსტატების შეკვეთებით.
ვისთვის: ცეხისთვის, სადაც ფილებს ჭრიან და კიდეებს აკრავენ ოსტატების და სხვა მომხმარებლების შეკვეთით.
  • შეკვეთების რიგი: მიღება ვადით ან უარი მიზეზით — მალე
  • საკუთარი მასალები ფასით და ფილის ზომით — მალე
  • დაჭრის ფაილები ყოველ შეკვეთაზე — მალე
CAD-ის ცოდნა არ გჭირდება.
საკმარისია იცოდე, რისი აშენება გინდა.
შესვლა